„ჰაბმშენი“ HUBMSHENI
 „ჰაბმშენი“
https://www.hubmsheni.com/ 
ჩვენი კომპანია სათავეს საქართველოს ფარგლებს მიღმა იღებს, სადაც 10 წლის განმავლობაში 100-მდე საცხოვრებელი სახლი და 3 სააგარაკე დასახლება ავაშენეთ. იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც „ჰაბმშენის“ გუნდმა საერთაშორისო ასპარეზზე მიიღო, აღმოჩნდა, რომ ადამიანები უფრო და უფრო მეტად მიისწრაფვიან წყნარი და გამწვანებული დასახლებული პუნქტების მიმართ, სადაც შეეძლებათ მშვიდ, კომფორტულ და სუფთა გარემოში ცხოვრება. ასევე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ეს დასახლება დიდ ქალაქთან ახლოს იყოს, რაც გაამარტივებს ქალაქის ყოველდღიურ რეჟიმში ყოფნას, მაგრამ აგარიდებთ ყველა იმ მინუსს, რაც მას თან ახლავს. „ჰაბმშენის“ მთავარი მიზანი მოსახლეობისთვის სწორედ ასეთი დატვირთული და დაბინძურებული ქალაქის ალტერნატივის შეთავაზებაა, რომელიც გულისხმობს გამწვანებულ ტერიტორიებს თბილისის მისადგომებთან, კომფორტული და თანამედროვე ტიპის სახლებით, რომელსაც სრულად უზრუნველყოფს ჩვენი პროფესიონალებით დატვირთული გუნდი.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ სრულ და ამომწურავ სერვისს, გამარტივებულ და მოქნილ პროცედურებს, თქვენთვის ძვირფასი დროის და თანხების მინიმალურ დანახარჯს და ამ ყველაფრიდან მაქსიმალურ შედეგს, რომლითაც თქვენც და თქვენი ოჯახი აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით!
ჩვენი ამოცანაა, არა უბრალოდ აგიშენოთ სახლი განსაზღვრულ ტერიტორიაზე, არამედ გაგიმარტივოთ ყველა ის დამღლელი ნაბიჯი, რომელთაც არქიტექტურული, სამშენებლო თუ ბიუროკრატიული თვალსაზრისით, ეს პროცესი მოიცავს.
ჩვენ გავდივართ ყველა ეტაპს ერთად:
1) გთავაზობთ და ერთად ვარჩევთ მიწის ნაკვეთს.
2) გთავაზობთ სახლის პროექტებს, რომელშიც კორექტივებს თქვენი გემოვნების მიხედვით შეიტანთ.
3) გირჩევთ პროფესიონალ მშენებლებს, რომლებიც ხარისხიანად და კეთილსინდისიერად შეასრულებენ თავიანთ სამუშაოს.
4) წინასწარ შეგიდგენთ და დაგითვლით მშენებლობის ხარჯების ბიუჯეტს და დინების გრაფიკს.
5) ჩაგაბარებთ სახლს, სადაც იცხოვრებთ მშვიდად და ბედნიერად.
და მაინც, თუ თქვენ კითხვა გაგიჩნდებათ, თუ რატომ უნდა აირჩიოთ „ჰაბმშენი“ და რა უპირატესობებს იძლევა ეს კომპანია, შეგვიძლია ეს დაწვრილებით ჩამოგიწეროთ:
• მისაღები ფასები
• თქვენს გემოვნებაზე მორგებული სერვისი
• პირობების სრული დაცულობა
• ხარისხიანი და გადამოწმებული მასალა
• მშენებლობის ყოველი ეტაპის სრული კონტროლი
• შუამავლობა ბანკებთან
• თანამედროვე არქიტექტურული პროექტები
• გამოცდილი და სანდო გუნდი
• მუდმივი კავშირი მომხმარებელთან
• მიწები თბილისი შემოგარენთან

მობ:+995 591 190 601;+995 322 044 443
კოტეჯი HUBMSHENI
კოტეჯი HUBMSHENI
კოტეჯი  HUBMSHENI
კოტეჯი HUBMSHENI
კოტეჯი  HUBMSHENI
კოტეჯი HUBMSHENI
კოტეჯი  HUBMSHENI
კოტეჯი HUBMSHENI
კოტეჯი  HUBMSHENI
კოტეჯი HUBMSHENI